კახა კალაძე მასობრივ შიმშილობაზე: რაღაცას რომ აკეთებ, შედეგი ხომ უნდა ჰქონდეს ამას? რა შედეგს ელოდებიან?

Read Time:39 Second

ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ თუ რამდენიმე ადამიანი შიმშილობას დაიწყებს, ხელისუფლება დაფრთხება და მას გაათავისუფლებს. არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვს საერთოდ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ჩემთვის დიდად საინტერესო არაა, რას იზამს მომავალში „ნაცმოძრაობა“, თუმცა ნიკა მელია რომ გულზე არ ეხატებათ, ეს ძალიან კარგად ვიცით. პარტიაში არის ძალიან დიდი დაპირისპირება, თუმცა პირადად მე მაინტერესებს ქალაქთან დაკავშირებული თემები და სამომავლო გეგმები და არა ის, თუ რა ხდება ამ პარტიაში. რაღაცას რომ აკეთებ, შედეგი ხომ უნდა ჰქონდეს? რა შედეგს ელოდებიან? ბევრი რაღაც დაიწერა, გვარამიას ტელევიზიაში ხელფასების არგაცემა, თემურ ალასანიას ჩამოსვლა. შიმშილობის გამოცხადება ხომ აბსოლუტურად გაუგებარია. ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ თუ რამდენიმე ადამიანი შიმშილობას დაიწყებს, ხელისუფლება დაფრთხება და მას გაათავისუფლებს. არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვს საერთოდ“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უცნობი სააკაშვილზე:ორი თვე ციხეში ვერ დამჯდარა… გამოუშვით ეს გმირი, მე მოვიხდი სასჯელს გამოუშვით გმირი, რომელიც 2 თვე ვერ გაჩერებულა… ხან სამას კაცს აშიმშილებს, ხან ექიმებს გაუხურა საქმე
Next post კახა კალაძე: „ნაცმოძრაობა“ ჭამს პატარა პარტიებს და ამბობს – ან მე, ან არაფერი. პირველ რიგში, ეს ქვეყნისთვის არის ცუდი