კახა კალაძე: ის აგრესია და ძალადობა, რაც ჩვენ ვიხილეთ მედიის წარმომადგენლების მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია

Read Time:32 Second

ის აგრესია და ძალადობა, რაც ჩვენ ვიხილეთ მედიის წარმომადგენლების მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც იგი რუსთაველზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ის აგრესია და ძალადობა, რაც ჩვენ ვიხილეთ მედიის წარმომადგენლების მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი გმობს ამ ძალადობას. არავისთვის მისაღები არ არის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა. შესაბამისად, ჩვენ, ყველამ ერთად, ვინც სწორად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული, წინწასული, დემოკრატიული და რაც მთავარია, თავისუფალი, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში მეტი სიყვარული იყოს, ადამიანებში – ურთიერთპატივისცემა, მეტი განათლებული ადამიანი, რაც ასევე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: კონსტიტუციაში ცვლილებებით განვსაზღვრეთ საგარეო პოლიტიკური კურსი და ყველანი შევთანხმდით, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური
Next post თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა