კახა კალაძე: ივანიშვილმა შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დასრულება და ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის

Read Time:1 Minute, 21 Second

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის დასრულება და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ქვეყნისთვის. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გაუკეთა ჩვენს ქვეყანას. ძალიან ბევრი პროექტის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც ამ ადამიანმა საქველმოქმედო პროექტების სახით განახორციელა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ის უანგაროდ ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას და ხალხს. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ არის ძალიან ბევრი ისტორიული შენობა-ნაგებობა აღდგენილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, რომელი ერთი ჩამოვთვალო… ამასთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ ინფორმაცია და შეგიძლიათ, სიმართლე უთხრათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამავდროულად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ადამიანს ჰქონდა განსაკუთრებული როლი ქართულ პოლიტიკაში, იმიტომ, რომ მისი უშუალო მონაწილეობით, არჩევნების გზით, მშვიდობიანად მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება. მესმის, რომ ეს ყველაფერი თქვენ არ გსიამოვნებთ, თქვენთვის ეს ყველაფერი პრობლემაა, პრობლემაა ამ ადამიანის ავტორიტეტი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, „ქართული ოცნების“ მიმართ. შესაბამისად, ამით ყველაფერია ნათქვამი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, იგრძნო თუ არა ხალხმა ეს სიკეთეები და როგორია ეკონომიკური და სოციალური ვითარება ქვეყანაში, კალაძე პასუხობს, რომ ამ კითხვაზე პასუხს საზოგადოება არჩევნებზე სცემს.

„ხალხმა რაც იგრძნო და როგორ ცხოვრობს, ეს ყველაფერი იკვეთება არჩევნების დროს. არჩევნების დროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა იღებს იმ გადაწყვეტილებას, რითაც დღეს „ქართული ოცნება“, პირველად საქართველოს ისტორიაში, მესამე ვადით არის ხელისუფლებაში. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პასუხი თქვენს კითხვაზე და დამოკიდებულება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიმართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ამილახვარი – „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად დაიცალა ინტელექტუალური რესურსისგან, ჩანს, რომ ამ ძალას არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ შერჩა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: სპეციალური ოპერაციების ძალები წარმოადგენს თავდაცვის ძალების გამორჩეულ ქვედანაყოფს, რომელიც იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ასევე მიღებული აქვს ღირსეული მონაწილეობა მსოფლიოში სამშვიდობო ოპერაციებში