კახა კალაძე: თავს კარგად ვგრძნობ და ორშაბათიდან საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ

Read Time:24 Second

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თავს კარგად გრძნობს და ორშაბათიდან საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

როგორც კალაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, მან დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარა.

„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ რომ, ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გაავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან 4 აპრილს გაეწერა. მას ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა დაუდგინდა. კლინიკის დატოვების შემდეგ კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: „ქართულ ოცნებას“, ჩვენი კოლეგების უმრავლესობიდან გასვლის მიუხედავად, პარლამენტში მყარი უმრავლესობა ექნება
Next post საქართველოში კორონავირუსის 1030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა