კახა კალაძე – ეს არის უბრალოდ მოგონილი თემა, საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს

Read Time:28 Second
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია რაიმე მიზეზით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პრობლემაა. ასე გამოეხმაურა კალაძე ჟურნალისტებთან ოპოზიციის ნაწილის განცხადებას, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებინ, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.
კალაძის თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.
„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პრობლემა. თუ შანტაჟის ენით გვესაუბრებიან, ისინი არ ესაუბრებიან მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“, ესაუბრებიან მთლიანად საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, შეთანხმება რაზეც მოხდა, გამოქვეყნებული იქნა ამერიკის საელჩოს მიერ და იქ ყველაფერი მარტივადაა გაწერილი. ეს არის უბრალოდ მოგონილი თემა, საქართველოში პოლიტპატიმრები ჩვენ არ გვყავს”, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად 8 ოლქი იქნება
Next post “საუკეთესო დროა ცოლის მოსაყვანად – ნიღაბი, სათვალე და ხელთათმანი”