კახა კალაძე: ერთ-ერთ ეთერში ვყვებოდი, რომ თბილისში როცა ჩამოვედი, ბინა არ მქონდა და გლდანში, მამიდასთან ცხოვრება მომიწია, ეს ამოჭრეს და დაატრიალეს – თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი სიმდაბლით მავნებთ, პირიქით, ამით მაძლიერებთ

Read Time:1 Minute, 10 Second

ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სიცრუე ვიხილეთ, არასწორი ინფორმაცია. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ვყვებოდი ჩემს წარსულ ცხოვრებაზე და ვსაუბრობდი, რომ თბილისში როდესაც ჩამოვედი, არ მქონდა საცხოვრებელი ბინა და მომიწია მამიდასთან, გლდანში ცხოვრება.“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, არასწორ ინფორმაციას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სიცრუე ვიხილეთ, არასწორი ინფორმაცია. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ვყვებოდი ჩემს წარსულ ცხოვრებაზე და ვსაუბრობდი, რომ თბილისში როდესაც ჩამოვედი, არ მქონდა საცხოვრებელი ბინა და მომიწია მამიდასთან, გლდანში ცხოვრება. ამაზე ვისაუბრე ერთ-ერთი გადაცემაში და ეს ამოჭრეს, ისე დაატრიალეს, თითქოს, თბილისში ბინა არ მქონდა და გლდანში ვცხოვრობდი. ამით, მათივე ჭკუით, იმის თქმა უნდოდათ, რომ გლდანელებს შეურაცხყოფას ვიყენებდი. რეალურად, საუბარი იყო, რომ მამიდასთან ვიზრდებოდი და ვცხოვრობდი, რადგან არ მქონდა შესაძლებლობა, ბინა მქონოდა დედაქალაქში. მამიდასთან გავატარე საუკეთესო წლები, სადაც დაიწყო ჩემი წარმატება.

ბევრმა ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა არ მოიწონა ეს ყველაფერი, რაც მისასალმებელია. სიცრუეს მოკლე ფეხები აქვს და სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი სიბინძურით და სიმდაბლით რაიმეს მავნებთ, პირიქით, ამით მაძლიერებთ. თქვენი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება. 100%-იან სიმართლეს, რომ ამბობდეთ, საზოგადოება არაფერს დაიჯერებს. ყოველდღიურად სიცრუეს გადმოსცემთ, სიძულვილის ენით საუბრობთ. ეს არის ბოროტება, რომელიც უნდა დავასრულოთ. მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ნიჰილიზმი დათესოთ, ადამიანები მოატყუოთ. ამ პრინციპით მოქმედებთ: “მოდი გენერალს ჭორი მოვუგონოთო, თითქოს, მისი ქალიშვილი მსუბუქი ყოფაქცევის არისო. კი, გავავრცელოთ, მაგრამ გენერალს ქალიშვილი არ ჰყავსო. რა მნიშნველობა აქვს, ჩვენ გავავრცელოთ, წავიდეს და იმართლოს თავიო”. ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნავს კალაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი პარტია „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი გახდა
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა