კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებელი ანგარიშით

Read Time:35 Second

კახა კალაძე ოპოზიციურ პარტიებში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე მიმდინარე კონსულტაციებს გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმაციით წარდგება ოპოზიცია არჩევნებზე და ის მმართველი პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ყველამ ვიცით, შინაარსობრივად ეს ადამიანები წარმოადგენენ ერთ გუნდს – „ნაციონალურ მოძრაობას“. შემდეგ მოხდა მათი დაყოფა, ჰქონდათ რაღაც განხეთქილება, თუმცა საერთო ჯამში ერთი პარტიის შვილები არიან. ასე რომ საერთოდ არ მაინტერესებს თუ რა ფორმულირებით იქნებიან წარმოდგენილები არჩევნებზე.

ერთი რამ მინდა ვთქვა – დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, ვისაც საქართველოში მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებელი ანგარიშით. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვინ არის „ბურდღუნიჩი“ , რომელსაც მატერიალური სარგებლის მისაღებად თბილისიდან საბერძნეთში უკავშირდებოდნენ
Next post ირაკლი კობახიძე: ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია. ჩვენ ვიცით, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი