კახა კალაძე: ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს

Read Time:40 Second

ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს და ოპოზიცია ტყუის, როდესაც კონკრეტულ უბნებზე ხმების გაყალბებაზე საუბრობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ამის დასტურია ოპოზიციის უარი ხელისუფლების შეთავაზებაზე, რაც 1 500-მდე უბნის გადათვლას გულისხმობდა.

„მოლაპარაკებები გრძელდება. ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით მორიგი შეხვედრა უნდა დაიგეგმოს. კონკრეტული თარიღის თქვენთვის თქმა გამიჭირდება. რაც შეეხება არჩევნებს, ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვისმენდით, რომ იყო გარკვეული ხარვეზები კონკრეტულ უბნებზე. ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვისმენდით მანიპულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ უბნებზე გაყალბებები მოხდა. ეს ძალიან დიდი ტყუილია, რისი დასტურიც არის ის, რომ ჩვენ მათ შევთავაზეთ 1 500-მდე უბნის გახსნა და გადათვლა, რის შემდეგაც ისინიც და ყველა, ვისაც კითხვის ნიშანი ჰქონდა, დარწმუნდებოდნენ, რომ არანაირი გაყალბება არ მომხდარა. მათ ეს არ ისურვეს, რაც ძალიან ცუდია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიეგო მარადონა გარდაიცვალა
Next post კახა კალაძე: მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს