კახა კალაძე არასრულწლოვან ბადრი კუხალაშვილზე: უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით

Read Time:33 Second

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი დაეხმარება არასრულწლოვან ბადრი კუხალაშვილს და მის ოჯახს, რომ დროულად დარეგისტრირდნენ თბილისში და უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებლით. ამის შესახებ მან მედიას ამ საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არასრულწლოვნის საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც, კერძოდ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო და უშუალოდ მისი ხელმძღვანელი

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაცია დარეგულირდეს. ბავშვი დღეის მდგომარეობით იმყოფება თავის დასთან. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ისინი არ არიან რეგისტრირებული დედაქალაქში. ჩვენ დავეხმარებით, რომ დროულად დარეგისტრირდნენ და ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით – ქირით გავიყვანთ ამ ოჯახს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს მშობლების დანატოვარი ვაგონის გაყიდვა მოუხდა, ვინაიდან ის სახელმწიფოს მიწაზე იდგა. დედაქალაქის მერიამ ვაგონის მფლობელი, რამდენიმეთვიანი ძიების შემდეგ, წინასწარ გააფრთხილა პრობლემასთან დაკავშირებით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ლევან იოსელიანი არასოდეს გახდება ნინო ლომჯარია, ამის ძალიან მწამს
Next post სამინისტრო: ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს აფთიაქებმა ფასი გააოთხმაგეს (სია)