კახა კალაძე – არანაირი დათმობა არ იქნება, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება პატარებს

Read Time:39 Second

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაშლიჯვარში N33 ბაგა-ბაღი დაათვალიერა და არსებული პრობლემები დააფიქსირა. ეს ბაგა-ბაღი გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა, თუმცა შენობის კედლებზე უკვე ბზარებია, დაზიანებულია ჭერი. კალაძემ კომპანია, რომელმაც საბავშვო ბაღი გაარემონტა, შეხვედრაზე დაიბარა.

„შეუძლებელია ჩვენ თავი დავუხაროთ ასეთ მშენებლობებს და ასეთ ხარისხს, რაც გვაქვს. მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ხარისხიან მშენებლობებს. მე მესმის, რომ თავიდან პრობლემები იქნება და მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას გადავტეხავთ. არანაირი დათმობა არ იქნება ამ მიმართულებით, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება პატარებს და მშენებლობას, აქ ვიქნებით უკომპრომისოები. ეს იქნება ყველა მიმართულებით არამარტო საბავშვო ბაღების მიმართულებით, გზებთან დაკავშირებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით და სხვა“, – განაცხადა კალაძემ.

კომპანია “გიკო”, რომელიც ტენდერში გამარჯვებულია, ამ ეტაპზე კიდევ ორ ახალ ბაღს აშენებს, თუმცა კალაძის დავალებით მათი საქმიანობა ბაღებში შეჩერდება და დაიწყება კონტროლი, რომ იგივე შედეგი არ დადგეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა
Next post Facebook-ი ყველაზე საძულველ კომპანიებს შორის მოხვდა