კახა კალაძე – არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საზოგადოება დაყოს და მიაყენოს შეურაცხყოფა ადამიანებს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა

Read Time:29 Second

არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საზოგადოება დაყოს და მიაყენოს შეურაცხყოფა ადამიანებს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც თავისი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა.

მისივე თქმით, მან ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას.

„მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოება დაყოს და მიაყენოს შეურაცხყუოფა ადამიანებს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ჯგუფებად დაყოფა. ჩვენ ეს ერთხელ ვნახეთ, როგორი მძიმე იყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს. ქართველები ცოტანი ვართ, გვჭირდება კონსოლიდაცია და ერთიანი ძალებით უნდა ვიზრუნოთ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს, 34 წლის იაგო ნებიერიძეა.
Next post ზურაბ ჯაფარიძემ ყველაზე მეტი ხმა საბურთალოზე მიიღო