კახა კალაძე: ამ ევროპარლამენტარებს, როგორც ჩანს, არ აქვთ ინფორმაცია, რა დამოკიდებულება იყო პატიმრების, ბიზნესსექტორისა და მედიის მიმართ წლების წინ

Read Time:34 Second

კონკრეტული ევროპარლამენტარები გვევლინებიან საქართველოს ე.წ მხარდამჭერებად, სინამდვილეში, ვიცით, ვისი და რისი მეგობრები არიან, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შესაბამის კითხვის საპასუხოდ.

მან კატეგორიულად მიუღებელი უწოდა იმ ევროპარლამენტარების განცხადებებს, რომლებიც საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზე საუბრობენ.

„ევროპარლამენტარები, რომლებიც გვევლინებიან საქართველოს ე.წ მხარდამჭერებად, სინამდვილეში, ვიცით, ვისი და რისი მეგობრები არიან. არ ვიცი, როგორ უნდა უსურვო ადამიანს ის, რომ საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე გამოსცადონ, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე, ბოლო 9 წლის განმავლობაში. ამაზრზენია ეს განცხადებები, რასაც ვისმენთ. დავიჯერო, ამ ადამიანებს არა აქვთ ინფორმაცია და არ იციან, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში? არ იციან, რა დამოკიდებულება იყო პატიმრების, ბიზნეს სექტორის, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების, მედიის მიმართ და დღეს ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა?!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით მაღრაძე: პრეზიდენტი კერპი არ არის, სავსებით გასაგებია, რას ემსახურებოდა მისი ჩამოსვლა – ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას, ანარქიას, არეულობას
Next post ირაკლი ზარქუა ანდრო ბარნოვზე: ერთი სული აქვთ ხელისუფლებაში მოვიდნენ და სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყონ