კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზი გახსნა, რომელსაც თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს

Read Time:54 Second

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მხარდამჭერთა დარბაზი გაიხსნა. როგორც დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ეს იქნება ადგილი, სადაც სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა მიბრძანდნენ და მასთან ერთად იმსჯელონ ქალაქის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.

„დღევანდელი საღამო განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ შეგვიძლია გავხსნათ ჩვენს მხარდამჭერთა დარბაზი. ეს იქნება ადგილი, სადაც სხვადასხვა თაობის, დარგის წარმომადგენლებს გექნებათ შესაძლებლობა მობრძანდეთ და ერთად ვიმსჯელოთ ქალაქის განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, სამომავლო გეგმებზე. ამავდროულად, მომდევნო დღეებში ვაპირებ წარმოვადგინო ჩემი საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ და კიდევ ერთხელ ვაჩვენო თბილისელებს, თუ რა დგას ამ სიტყვების უკან, რა პროექტები განხორციელდება, როგორია ჩემი ხედვა ქალაქთან დაკავშირებით და როგორ წარმომიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო წლებში. დიდ მადლობას მოგახსენებთ დღეს აქ მობრძანებისთვის. რა თქმა უნდა, ყველა ასეთ პროექტს სჭირდება თავისი ხელმძღვანელი და მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მთელი თბილისი ძალიან კარგად იცნობს – ექიმი-პედიატრი, ყველასათვის საყვარელი ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს თბილისი – თემურ მიქელაძე. ის ემსახურება ყველაზე ძვირფასს – ჩვენი შვილების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებას. თემური დღესაც ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ებრძვის იმ ვირუსს, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კაცობრიობისთვის, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით ამ ვირუსსაც ძალიან მალე დავამარცხებთ“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ქართული ოცნების” ზესტაფონის მერობის კანდიდატი, ვასილ გველესიანი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს
Next post თემურ მიქელაძე: ვაქცინაცია არის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენცია, რაც კი კაცობრიობას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში გაუკეთებია