„ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა და რაც შეიძლება ბევრი ახალი მწვანე სივრცის შექმნა. ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, იყო პარკების რეაბილიტაცია, სკვერების მოწყობა, ურბანული სწორი განვითარება“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ამ პროექტების განვითარების შედეგი უკვე სახეზეა, რადგან ქალაქში საპარკო კულტურა მკვიდრდება.
„შეცვალო არსებული რეალობა ძალიან რთულია. მე ამას საარჩევნო კამპანიის დროსაც ვამბობდი. შეუძლებელია, ადამიანმა მოაგვაროს ის პრობლემები, რაც თუნდაც, ქაოსური განაშენიანების თვალსაზრისით არსებობს – უსახური შენობა-ნაგებობები, რომელიც უკვე აშენებულია. რაც შეეხება სიახლეს, ახალ ნებართვებსა და ახალ მშენებლობებს, აქ ნამდვილად, პირობას გაძლევთ, იქნება განსხვავებული. ყურადღება გამახვილდება ვიზუალურ ნაწილზე, ფასადებსა და რაც მთავარია, სწორ თანმიმდევრულ და ხარისხიან მშენებლობებზე“, – განაცხადა კალაძემ.
რა პროექტები განახორციელა კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში და რისი გაკეთება აქვს კიდევ დაგეგმილი, როგორია მისი ურბანული პოლიტიკა ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.