კახა ბექაური: ინტერნეტის სარეკლამო ბაზარი კლასიკური მედიაპლატფორმების ბაზარზე უფრო მზარდია

Read Time:56 Second

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მოცულობაზე კომისიის შეფასებასა და ამ შეფასებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს, ტელეკომპანია „იმედის“ ყოველკვირეულ გადაცემაში “იმედის კვირა” გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდა იმას, რომ სარეკლამო ბაზარი გაზრდილიყო. ბექაურის თქმით, კომუნიკაციების კომისიის საბოლოო და ადრინდელ ანგარიშებთან დაკავშირებით, ოპონენტებისგან კვალიფიციური კრიტიკა მას არ მოუსმენია: “მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხყოფა იყო, რაზეც ცხადია, რომ მე არ ვუპასუხებ”, – თქვა კახა ბექაურმა.

რაც შეეხება მომავალი წლის სარეკლამო ბაზრის ტენდენციებს, ბექაურის თქმით მომხმარებლების მხრიდან მედიაკონტენტის მოხმარება იცვლება.

“კლასიკური მედიაპლატფორმებისგან განსხვავებით, როგორიცაა ტელევიზია, რადიო და ბეჭდური მედია, ბოლო პერიოდში ძალიან ვითარდება მულტიმედიური კონტენტი. სმარტფონებითა და გაჯეტებით ძალიან აქტიური გახდა მომხმარებლების მხრიდან როგორც ვიდეო, ასევე ტექსტური კონტენტის მოხმარება. ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მედიაკომპანიებს, აუცილებლად გადაეწყონ ამ სიახლეზე. იმიტომ, რომ ბაზარზე არ არის ამ მხრივ კარგი სიტუაცია. რასაც ვუყურებ, ისინი ვერ ერგებიან ახალ გამოწვევებს. დიახ, ისინი ცდილობენ ინტერნეტის კონტენტის შექმნასაც, მაგრამ უჭირთ. ეს ტრენდი მთელ მსოფლიოში ასეა – კლასიკური სატელევიზიო ბაზარი აღარ გაიზრდება ან თუ გაიზრდება ძალიან მცირედით, მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტის სარეკლამო ბაზარი. შესაბამისად, მედიაკომპანიებმა უნდა მოახერხონ მულტიმედიური კონტენტის განვითარება, რომ მაყურებლის მოთხოვნა, ამ შეცვლილი ქცევის შესაბამისად დააკმაყოფილონ”, – განაცხადა კახა ბექაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post BBC აქვეყნებს- მეცნიერები რეგენერაციული მედიცინით მკვდარი გულის გაცოცხლებაზე მუშაობენ
Next post ეგზიტპოლი: საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 70%-ზე მეტი პუტინმა მიიღო