“მოგესალმებით ბატონო ირაკლი, პრემიერო, მივესალმები თქვენ ძლიერ გუნდს, მართალ გუნდს, მსახურებაში ჩამდგარ გუნდს, გისურვებთ წარმატებს, თქვენ და ჩვენ საერთო ერთობლივ ქმედებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატება და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება უცილობლად.
კლასიკა – მამული, ენა, სარწმუნოება, ადამიანი, ოჯახი, ტრადიცია, ღირსება, წესრიგი, განათლება, ეს არის აბჯარი, რომლითაც შემოსილი არის ჩვენი ქვეყანა და ამას დარაჯობთ თქვენ, თქვენ გუნდთან ერთად და ასეთი ქვეყანა იქნება ნამდვილად იქნება ევროპის წევრი. ევროპის იმ ქვეყანათა წევრი, რომელიც ღირსებით აღიქვამს ჩვენ წარსულსა და რეალობას”.