კახაბერ ოქრიაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს

Read Time:50 Second

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს.

ოქრიაშვილის თქმით, გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებს, თუმცა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მისი ხმა არ ექნება.

„გუშინწინ ესპანეთში იყო მორიგი რიგგარეშე არჩევნები, ბოლო ხუთ წელიწადში მეხუთედ და მაინც შედეგი ვერ დადო ვერც ერთმა პარტიამ. გამარჯვებულმა პარტიამ სამი მანდატი დაკარგა და მომავალშიც ესპანეთს არ ეყოლება ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება. ჩვენც მომავალში არ გვეყოლება ნორმალური ხელისუფლება, როდესაც ამ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ. ამიტომ, არ ვაძლევ ჩემს ხმას. მიმაჩნია, რომ არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს მხარს, მაგრამ შესაძლებელია, მათ მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს, რადგან გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებენ. შინაგანად არავინ უჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს. გუნდური მოთამაშე ვარ, მაგრამ როდესაც არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო საკითხები გადასაწყვეტი, ჩემს გონებას და გულს ვუსმენ მხოლოდ“, – აღნიშნა კახაბერ ოქრიაშვილმა.

ოქრიაშვილის განმარტებით, იმედი აქვს, პროექტი ჩავარდება.

„იმედი მაქვს, რომ დაახლოებით 30-40 მაჟორიტარი არ დაუჭერს მხარს და ჩავარდება აღნიშნული პროექტი. ვცდილობ, ყველამ გაიაზროს, რა პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა, თუ გადავალთ ამ საარჩევნო სისტემაზე. აუცილებლად იქნება რიგგარეშე არჩევნები 2021-2022 წელს“, – განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბოკერია: სააკაშვილს ჰყავდა გუნდი, რომელიც პოლიტკურად არ იყო მისი ხუშტურის შედეგი
Next post ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს