კარლ ჰარცელი: საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში, ნათლად აჩვენა, რომ აქვს უნარი, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპული მისწრაფებებისკენ სვლისთვის – მას აქვს ძლიერი საჯარო სამსახური, ძლიერი ინსტიტუციების შესაქმნელად

Read Time:37 Second

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხა. „როგორია თქვენი პირადი შეხედულება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პოტენციალის შესახებ?“, – იკითხა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რაზეც დიპლომატმა უპასუხა:

„ჩემი აზრით, საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში, ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს უნარი, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია მისი ევროპული მისწრაფებებისკენ სვლისთვის. მთელი რიგი რეფორმების წარმატებით განხორცილებით – ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებით. მას აქვს ძლიერი საჯარო სამსახური, ძლიერი ინსტიტუციების შესაქმნელად. ეს ყველაფერი, ძალიან ბევრი ქართველის, ძალიან ძლიერ სურვილთან ერთად, რომ ქვეყანა, მომავალში, ევროკავშირში იხილონ, თუ სწორად იქნება შერწყმული ძირითად აქტივებთან, მჯერა, რომ, როგორც აქამდეც მითქვამს, საქართველოს, უბრალოდ, შეუჩერებელს გახდის, მაგრამ ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი, უპირველეს ყოვლისა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა ელჩმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ქალბატონ რასას განცხადება უბრალოდ სამარცხვინო იყო
Next post გურამ მაჭარაშვილი: კითხვა მაქვს ბატონ ვაშაძესთან – აქამდე ვის ემორჩილებოდა და ახლა ვის დაუმორჩილებლობას აპირებს?