კარლ ჰარცელი: მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ

Read Time:31 Second

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ის მიესალმება პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესახებ.

„მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო საქართველოში კვლავ მზად არის მხარდაჭერისთვის“, – წერს ჰარცელი „ტვიტერზე“.

ასევე, დიპლომატი აზიარებს საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 7 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ისინი მოუწოდებენ 8 ნოემბერს დაგეგმილი შეკრების მონაწილეებს, განახორციელონ ეს მშვიდობიანად და კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით; ასევე, მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამერიკელი მსახიობი ბერტ ბელასკო 38 წლის ასაკში გარდაიცვალა
Next post 17-18 ნოემბერს საქართველოს მაიკ პომპეო ეწვევა