კარლ ჰარცელი: მადლობა ყველას თანამშრომლობისთისა და იმისთვის, რომ დღეს ამ დოკუმენტს ხელი ეწერება

Read Time:41 Second

დღეს მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღეა, 4 თვის განმავლობაში ფასილიტაციის პროცესში ჩართული ვიყავით და შემდეგ უკვე რამდენიმე თვე მედიაციის პროცესში, რომელიც ბატონი შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და მისი პერსონალური წარმომადგენლის, ბატონ დანიელსონის ჩართულობით, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა.

„დღევანდელი შეთანხმება, რომელსაც ჰქვია „გზა საქართველოსთვის“ მისი ხელმოწერით ეს პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი, იმ ჩვენი საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, რომელიც ჩართული ვიყავი ამ საკითხში, მინდა ეს ხაზგასმით აღვნიშნო. დღეს ვინც აქ ვართ შეკრებილნი, მარტო ის ხალხი კი არ არის, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს აწერს, არამედ საქართველოს მოსახლეობაა. დიდი მადლობა ყველას თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაშ გვქონდა და ასევე იმისთვის, რომ დღეს ამ შეთანხმებას ხელი ეწერება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერა მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შარლ მიშელი: საქართველოს გაუმარჯოს!
Next post მამუკა მდინარაძე-ხელოვნური კრიზისი დასრულებულია!