კარლ ჰარცელი – კომენტარს არ გავაკეთებ წერილზე, რომელსაც ევროპარლამენტარები ინდივიდუალურად აწერენ ხელს, რაც შეეხება ევროკავშირის დელეგაციას, ყოფილი პრეზიდენტის საქმეს თვალყურს ვადევნებთ

Read Time:56 Second

როცა საქმე ეხება ევროკავშირის დელეგაციის მუშაობას საქართველოში, ცხადია, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოფილი პრეზიდენტის საქმეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩის თქმით, მათი ყურადღება ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობისკენაა მიპყრობილი, რაც ფუნდამენტური საწყისია ევროკავშირისთვის.

კარლ ჰარცელის განმარტებით, ელოდებიან, რომ იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესი.

რაც შეეხება კითხვას, როგორ შეაფასებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ევროპარლამენტარების წერილზე, კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, რომელსაც დეპუტატები ინდივიდუალურად აწერენ ხელს, კომენტარს არ გააკეთებს.

„ევროპული პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომელიც ხელს აწერს ამ წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპარლამენტის მუშაობაში და რა თქმა უნდა ევროპარლამენტში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონზე და თავად საქართველოზე. მე, როგორც ყოველთვის, კომენტარს არ გავაკეთებ წერილზე, რომელსაც ინდივიდუალურად აწერენ ხელს დეპუტატები, ასევე, არ გავაკეთებ კომენტარს იმ კომენტარებზე, რომლებიც ამ წერილთან დაკავშირებით გუშინ გაკეთდა. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის დელეგაციის მუშაობას საქართველოში, ცხადია, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოფილი პრეზიდენტის საქმეს. ჩვენი ყურადღება ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობაზეა მიპყრობილი, რაც ფუნდამენტური საწყისია ევროკავშირისთვის. ჩვენ გამჭვირვალე და სამართლიან სასამართლო პროცესს მოველით, რომელიც ამ საქმეებთან დაკავშირებით წარიმართება. ჩვენ ვიღებთ და მივყვებით რჩევებსა და შეფასებებს, რომლებსაც ვიღებთ მთავარი მხარეებიდან, მათ შორის სახალხო დამცველისგან, რომელსაც სპეციფიკური მანდატი გააჩნია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 4:0 მორიგი ტრიუმფი – ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია!
Next post Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა