კარლ ჰარცელი – ვიმედოვნებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 29 ივნისს 142 ხმა ექნება

Read Time:20 Second

მივესალმები მეორე მოსმენით მიღებულ გადამწყვეტ საკონსტიტუციო ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, სოციალურ ქსელ „თვითერში“ დაწერა.

„ვწუხვარ, ვიწრო ზღვარზე და ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის 142 ხმა ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს 29 ივნისს, მესამე საბოლოო მოსმენაზე“, – დაწერა ჰარცელმა.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 115 ხმით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა თავისი დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოებისა და შეთანხმების ყველა ხელმომწერის წინაშე
Next post გიორგი ვაშაძე – უკომპრომისო და კოორდინირებულმა ბრძოლამ ჩვენ მოგვიტანა გამარჯვება