კარლ ჰარცელი – არარეალისტურია, რომ მხარეები დაუყოვნებლივ მოახერხებენ კომპრომისის პოვნას და პრობლემის მოგვარებას – ვიმედოვნებ, უფრო მეტი ხიდი აშენდება, ვიდრე დაინგრევა

Read Time:30 Second

საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებით, არარეალისტური იქნება იმაზე საუბარი, რომ მხარეები დაუყოვნებლივ შეძლებენ კომპრომისის პოვნას და პრობლემის მოგვარებას.

„დიალოგის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი შეხვედრის შემდეგ გამიჩნდა განცდა, რომ არსებობს პლატფორმა და სურვილი ორივე მხარის მხრიდან ჩაერთონ ამ პროცესში. ის, რომ კომპრომისის პოვნა და საკითხის მოგვარება დაუყოვნებლივ მოხდება, არარეალისტურია“,-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, დაძაბულობა ქუჩებში, რაც აქციების და კონტრაქციების გამართვას გულისხმობს, კიდევ უფრო მეტად ართულებს არსებულ ვითარებას.

„დაძაბულობა ქუჩებში კიდევ უფრო ართულებს არსებულ ვითარებას. მხარეები უფრო თავშეკავებული უნდა იყვნენ. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იქნას აზრის მშვიდობიანად გამოხატვა. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამ, რომ უფრო მეტი ხიდი აშენდება, ვიდრე დაინგრევა“,-განაცხადა ჰარცელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხათუნა ჟორდანია უმძიმეს დაავადებას, ფილტვის სიმსივნეს ებრძვის
Next post ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მესის ქანდაკებას დაუდგამს