კარლ ვოლოხი: უკრაინელებს სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად არასდროს წარმოედგინათ, ის საკუთარ თავს თავად წარმოსახავდა ასე რაღაც პერიოდის შემდეგ სააკაშვილი უკრაინაში სასაცილო ფიგურა გახდა

Read Time:1 Minute, 24 Second

რაღაც პერიოდის შემდეგ სააკაშვილი უკრაინაში სასაცილო ფიგურა გახდა. უბრალოდ მოლაყბეა, – ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრისა და გენპროკურორის ყოფილმა მრჩეველმა კარლ ვოლოხიმ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„უბრალოდ მოლაყბეა, მთელი ეს პოლიტიკური ლაყბობა არა დასტურდებოდა მისი ქმედებებით. მისდგებოდა და ყველას ადანაშაულებდა კორუფციაში. უკრაინაში მისი კარიერის დასაწყისში, ანდრეი ლაზავიმ მასზე დაწერა, რომ არ უნდა დაგვეჯერბინა მისი ლაყბობისთვის, რომ თითქოს ის ცხოვრობდა ხელფასზე. მე ვნახე მისი სახლი, მაქანა, დაცვა, მას აქვს კორუფციული შემოსავლები. მისი გარემოცვაც, რომელიც უკრაინაში ჩამოიყვანა ამ ფულით ცხოვრობს. შიძლება მილიარდები არ უშოვია და მილიონები იშოვა, მაგრამ ის არ გახლავთ ადამიანი, რომელიც ხელფასზე ცხოვრობდა“, – განაცხადა კარლ ვოლოხიმ

კითხვაზე, რამდენად შეეფერება სინამდვილეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრემიერობაზე ორჯერ თქვა უარი და მისივე განცხადებით, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული კანდიდატი საამისოდ, ვოლოხმა განაცხადა, რომ სააკაშვილი როგორც წესი, იტყუება და სიმართლეს არ ამბობს.

მისი თქმით, სააკაშვილს შედარებით ნორმალური რეიტინგი, 8%, 2016 წელს ჰქონდა და ესეც იმის გამო, რაც მან მანამდე საქართველოში განახორციელა.

„იმ რეპუტაციის გამო, რაც საქართველოში ჩაატარა, ის საკმაოდ პოპულარული იყო უკრაინაში. შემდეგ ეცემოდა მისი რეიტინგი და ცდილობდა, პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო, – დასძინა ვოლოხმა.

მან საუბრისას ასევე გაიხსენა ცნობილი ფაქტი, როდესაც შს მაშინდელმა მინისტრმა ავაკოვმა შეკრებაზე სააკაშვილს წყალი შეასხა.

„ეს სწორედ დაკავშირებული იყო სააკაშვილის მოქმედებასთან. მაშინ მე მინისტრის მრჩეველი გახლდით და ავაკოვს ვკითხე, რომ მას არ ახასიათებდა ასე საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა, რომ ჭიქა ესროლა და თითქმის, ჩხუბი დაუწყო სააკაშვილს. და იცით, მან რა მითხრა, აი, აქ იჯდა რამდენიმე კვირის წინ და მეუბნებოდა, რომ ჩვენ რეფორმატორები, სერიოზული ხალხი ვართ და მხარი დამიჭირე და პოროშენკოსთან შევთანხმდები. მე ვიცე-პრემიერი ვიქნები და შენ პრემიერიო. ავაკოვმა ამაზე უარი უთხრა. სააკაშვილმა შემდეგ ავაკოვზე თავდასხმა დაიწყო. ყველას ეუბნებოდა, რომ ქურდები ხართ, რომ ავაკოვი ქურდია, იაცენუკი ქურდია. არასდროს უკრაინელებს იგი პრემიერ-მინისტრად არ წარმოედგინათ. ის საკუთარ თავს თავად წარმოსახავდა ასე“, – განაცხადა ვოლოხმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლუკა კურტანიძე-ივანიშვილის სადარი ადამიანი, ჯერ არ დაბადებულა ამ ქვეყანაზე,იმ ქველმოქმედებით, რაც მან გააკეთა
Next post თამაზ ფაცაცია: „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის შექმნით, რომ ვერ მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა