კარასინი-აბაშიძის ფორმატში შეხვედრა სექტემბერში არ გაიმართება

Read Time:25 Second

 ზურაბ აბაშიძის თქმით, თუ ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, შეხვედრა ოქტომბერში შეიძლება შედგეს და მასზე სავარაუდოდ ფრენების საკითხიც იქნება განხილული.

„გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრის თარიღი ჯერ უცნობია. სექტემბერში გვინდოდა, მაგრამ პანდემიის გამო ეს არ გამოვა. ვნახოთ, რის საშუალებას მოგვცემს ეს ვითარება, შეიძლება ოქტომბერში შევხვდეთ. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი, უმთავრესად – სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული თემები და ამ დღის წესრიგის მიხედვით ვმუშაობთ. თუ ოქტომბერში შეხვედრა შედგა, ალბათ ფრენებზეც იქნება საუბარი. იმედს გამოვთქვამ, რომ გაუმჯობესდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაფიქსირდება პროგრესი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 187 ადამიანს დაუდასტურდა, 46 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
Next post ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა