კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ

Read Time:21 Second

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ

პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

განცხადება კანონპროექტის გაწვევის შესახებ სწორედ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებული იყო. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანის მოხმარების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კანაფის კულტივაციის კანონპროექტზე კობახიძე და გახარია პატრიარქს შეხვდებიან
Next post ლევან ბერძენიშვილმა მიხეილ სააკაშვილს აპატია