კალაძე: სტუდქალაქში საცხოვრებელი ფართები 47 ოჯახს დაუკანონდება

Read Time:27 Second

თბილისში 47 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ფართების დაკანონების პროცესი გაგრძელდება. ინფორმაციას 1 tv ავრცელებს.

“47 ოჯახს ვუკანონებთ საცხოვრებელ ფართს. კერძოდ, ესენი არიან წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, მეოთხე კორპუსში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ ამ ფართებში და გარკვეული მიზეზების გამო ფართების დაკანონება ვერ მოახერხეს. თუმცა დღეს მათ ეს შესაძლებლობა მიეცათ. მინდა მივულოცო მათ, მადლობა ვუთხრა ვაკის გამგებელს თანამშრომლობისთვის. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და აუცილებლად ჩვენს დაპირებებს შევასრულებთ, რომლებზეც წინასაარჩევნო პერიოდში ვსაუბრობდით”,- განაცხადა კალაძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძემ რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა
Next post ქათმის გრიპის საფრთხის გამო აზერბაიჯანში ირანიდან ქათმის პროდუქტების იმპორტი აიკრძალა