ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026

კალაძე: თერგის ბაზრობის სახურავის დემონტაჟი მალე დაიწყება და ახლით შეიცვლება

თბილისის მერი კახა კალაძე “თერგის” ბაზრობაზე მივიდა, სადაც ერთი კვირის წინ ხანძარი იყო, და მოვაჭრეებს შეხვდა. კალაძის თქმით, ბაზრობის სახურავი მოიხსნება და ახალი გაკეთდება. ამასთან მერმა დასძინა, რომ მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე დაბრუნებას და საქმიანობის გაგრძელებას ისევ შეძლებენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„როგორც კი დასუფთავდება ტერიტორია, მაშინვე დაიწყება დაშლა, მესამე სართულზე რაც დაიწვა, სახურავი მთლიანად მოიხსნება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. უახლოეს მომავალში ადამიანებს, ვინც აქ წლების განმავლობაში მუშაობდა, სრულყოფილად მიეცემათ მუშაობის შესაძლებლობა. მანამდე მათ, ვისი საქონელიც ხანძარს გადაურჩა, სხვა შენობა-ნაგებობებში გადაიყვანენ და იქ განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან,  კალაძის თქმით, ხანძრის შედეგად დამწვარ საქონელთან დაკავშირებით ბაზრობის ადმინისტრაციასთან ინდივიდუალური განხილვები მიმდინარეობს.

„ვისაც დაეწვა საქონელი, ინდივიდუალურად ხდება ადმინისტრაციასთან მათი საკითხის გავლა. იქნება მაქსიმალური დახმარება, თუნდაც ბანკებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რომ მათი კრედიტები გადავადდეს და შევუმსუბუქოთ მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თერგის ბაზრობაზე ხანძარი 27 თებერვალს გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამო დაახლოებით 5 000 კვ.მ ფართი დაიწვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე „კომენდანტის საათის“ დაწესებას განიხილავენ

გაერთიანებულ სამეფოში უფროსი ასაკის მოზარდებს სოციალურ ქსელებზე ღამის „კომენდანტის საათი“ დაუწესდებათ, თუმცა, მოზარდებს შეეძლებათ უარი თქვან ამ შეზღუდვაზე საკუთარი ანგარიშის პარამეტრების შეცვლით.მთავრობის გეგმის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა Instagram, TikTok და YouTube ავტომატური პარამეტრებით მიუწვდომელი იქნება 16 და 17 წლის მოზარდებისთვის შუაღამიდან დილის 06:00 საათამდე.მთავრობას ასევე სურს, რომ გამორთული იყოს „მიჩვევის გამომწვევი“ ფუნქციები, როგორიცაა ვიდეოს ავტომატური გაშვება და უსასრულო სქროლვა. ხელისუფლების განცხადებით, „კომენდანტის საათთან“ კომბინაციაში ეს ზომები გააუმჯობესებს მოზარდების კონცენტრაციას, ძილის ხარისხსა და ოჯახურ ცხოვრებას.თუმცა, აქტივისტები თვლიან, რომ ეს გეგმა საკმარისად შორს არ მიდის, რადგან მოზარდებს შეზღუდვის გამორთვა თავადვე შეუძლიათ.ახალი გეგმები მოჰყვა ივნისში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ დიდ ბრიტანეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებს მთელი რიგი პლატფორმების გამოყენება სრულად აეკრძალებოდათ.მთავრობამ აღნიშნა, რომ შემდგომი ზომები მიმართული იქნება იქითკენ, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტები - მათ შორის, პროვაიდერების ვალდებულებით, დააწესონ რეგულარული შესვენებები 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის.

მნიშვნელოვანი სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ.სერვისით სარგებლობა ასევე შეეძლებათ იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ გამოცდის პირველი ეტაპი და არ უსარგებლიათ გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით.რიგის დაჯავშნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომსახურების სააგენტოს აპლიკაციით - Service Agency და ვებგვერდის - Sa.gov.ge საშუალებით. 

რიკი მარტინმა რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც 16 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იყო დაგეგმილი, მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა.მოქალაქეებმა შეტყობინება Biletebi-ისგან მიიღეს. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ თანხას 3-5 სამუშაო დღეში, იმავე ბარათზე დაუბრუნებენ, რომლითაც ბილეთები შეიძინეს.

ნიკა გვარამია – უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით...

„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართულ ოცნებას“ შანსი მისცა ურთიერთობების დალაგების კუთხით, თუმცა ხელისუფლებას ეს „არ გამოსდის“.აღნიშნული შესახებ გვარამიამ გადაცემის წამყვანის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტმა გვარამიას ჰკითხა: „მაგალითად, არის ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ამერიკელებთან ურთიერთობის დალაგებას. რამდენად აქვთ ამისი შანსი? მოვისმინეთ პოზიცია, ღიად ნათქვამი რუბიოსგან ტრაექტორიის ცვლილების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამერიკელებთან არ გამოსდის ოცნებას?“„ვხედავთ, რომ არ გამოსდით. ამერიკელებმა შანსი მისცეს, განა, არ მისცეს. არ მიმაჩნია, რომ ეს სწორი იყო, მაგრამ ეს მოხდა. მოხდა პრაგმატული ინტერესით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.გვარამიას შეფასებით, სინამდვილეში, უდიდესი ამბავია ის ინტერესი, რაც არსებობს ანაკლიის პორტის, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მიმართ.„სინამდვილეში, ინტერესი, რომელიც არსებობს იგივე ანაკლიის პორტის, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მიმართ, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტისთვის და პოლიტიკოსისთვის, უდიდესი ამბავია, მაგრამ ჩვენც ვეუბნებოდით ჩვენს მეგობრებს და თვითონაც დარწმუნდნენ, რომ გამორიცხულია, არ არსებობს, ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური გადამგდები. თვითონ თუ არ ხეირობს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნის ინტერესი რა არის. რუსეთის ანგარიშგამწევია იმდენად, რომ მისთვის დაუშვებელი იქნებოდა, რაც რუსეთს მინიმალურად მაინც არ აწყობს და ანაკლია სიკვდილია ამ რეგიონში რუსული ლოგისტიკის. ამიტომაც, გამოვიდა კობახიძე თუ ეკონომიკის მინისტრი და თქვა, რომ ჩინეთს აღარ ვაძლევთ. ხვალ რომ არ მისცემს, ეგ რა ვიცით? მეორე – ჩვენ თვითონ ავაშენებთ და შემდეგ გავაქირავებთ, მათ შორის ჩინელი იქნება თუ ირანელი, ვინც უკეთეს პირობას შემოგვთავაზებსო, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი თვითონ გადაწყვეტს, ვის მისცემს, მაგრამ მოდით, ახლა გადავავადოთ ეს გადაწყვეტილება და დღეს ასე გამოვაცხადოთო. რუსეთის შეეშინდათ, მაგრამ დასავლეთისაც რაკიღა შეეშინდათ, თქვეს, რომ ჩინეთი არ იქნება. აბსურდია. ჯერ ერთი, საქართველო არ არის ამისი თავისით ამშენებელი, გამორიცხულია. ამდენი ფული არ გვაქვს, რომც მოგვცენ, მოიპარავენ. ეს არის სინამდვილეში ახსნა ამ ვითარების. ჩვენ ვაგდებთ, „ქართული ოცნება“ აგდებს იმ პროექტს. ორი რამ არის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს მომავლის დაღუპვის კუთხით, თორემ აწმყოში რასაც შვება, ყველა ვხედავთ. პირველი – ეს არის ტრანსკასპიური, საქართველოზე გამავალი შავ ზღვამდე დერეფნის მკვლელობა. პირდაპირ ვამბობ, ანაკლიის პორტის მკვლელობა არის ამ ქვეყნის მომავლის მკვლელობა. შანსი აქვს ამ ქვეყანას, რომ განახორციელოს დავით აღმაშენებლის ფორმულა, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ოღონდ გეოპოლიტიკურად და არა გეოგრაფიულად. დღეს შეგვიძლია, რომ ეს იყოს, ამას კლავს ბიძინა ივანიშვილი. მეორე – მისი პარაზიტირება უკრაინის ომზე. იმაში კი არ არის მთავარი პრობლემა, რომ დღეს ომის ეკონომიკა ააშენა საქართველომ. ხდება ხოლმე ეს ქვეყნების ისტორიაში, სხვადასხვა ქვეყანაში და მარტო საქართველო არ იქნებოდა, მაგრამ ქართველი ერი ხეირობს? გულწრფელად მაინტერესებს. ეს ხომ ბიძინა ივანიშვილის და მისი „სასტავის“ ჯიბეებში წასული ფულია. სამაგიეროდ, რა იქნება, იცით? უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში, აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან. ბიძინა ივანიშვილის ხალხმა დღეს რომ რაღაც ათობით მილიონი იშოვოს, მომავალი, უზარმაზარი აღმშენებლობითი პროცესების მიღმა აღმოვჩნდებით. იმ ფულს მარტო უკრაინელები კი ვერ აითვისებენ, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული, იმხელა მოცულობის სამუშაო იქნება. საქართველოს ეტყვიან, წადი და ბიძინა ივანიშვილს მოკითხე პასუხიო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სტამბოლის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და 34 ისრაელელი მაღალჩინოსნის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო

სტამბოლის სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და 34 ისრაელელი მაღალჩინოსნის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.მედიის ცნობით, სტამბოლის სისხლის სამართლის სასამართლომ ნეთანიაჰუ და საქმეში მონაწილე სხვა პირები „სუმუდის ჰუმანიტარული ფლოტილიის“ წევრების დაკავების გამო ცნო დამნაშავედ.მათივე ინფორმაციით, სტამბოლის სასამართლოს მიერ წარდგენილი ბრალდებები კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, გენოციდს, სისასტიკეს, სხეულის განზრახ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას მოიცავს.ცნობისთვის, „სუმუდის ფლოტილია“ საერთაშორისო სამოქალაქო ჰუმანიტარული ინიციატივაა, რომელიც ათობით ქვეყნიდან აქტივისტებს, ექიმებსა და მოხალისეებს აერთიანებს. ორგანიზატორების თქმით, მისიის მიზანი ზღვით ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობაა ანკლავში არსებული ვითარებას მიმართ. ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ისინი არ დაუშვებენ ბლოკადის დარღვევას და მათ ფლოტილიის გემი დააკავეს. გემზე მყოფი აქტივისტები დაკავების შემდეგ ისრაელიდან გააძევეს.

ბოლო სიახლეები