“კალაძემ, ვაკის პარკის დრამა თავად შექმნა” – ელისაშვილი

Read Time:34 Second

სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა, კარგია რომ დასრულა ვაკის პარკის საგა, მაგრამ კალაძეს უნდა თავი გმირად წარმოაჩინოს

ელისაშვილის თქმით, კალაძეს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაუქმება მარტივად შეეძლო და ეს აქამდე უნდა გაეკეთებინა.

„გულწრფელად ვიტყვი, რომ კარგია საბოლოოდ ვაკის პარკის საგა დასრულდა და რომ რესტორან „ბუდაპეშტის“ ადგილზე ის უშველებელი კორპუსი არ აშენდება. თუმცა, კალაძეს შეეძლო ეს გაეკეთებინა არჩევნებიდან მეორე დღეს. ეს დრამა შექმნა თვითონ, თითქოს კალაძე სამოქალაქო აქტივისტებს მოუწოდებდა გვერდში დგომისკენ. ზუსტად ნახევარი წუთი და კალმის მოძრაობა იყო საჭირო, რომ ეს ნებართვა გაეუქმებინა, მაგრამ აქამდე მიიყვანა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლიეტუვაში, თურქმენეთსა და იაპონიაში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება
Next post ზაქარია ქუცნაშვილი – იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონკურსით უნდა შევიდნენ პირები, რომლებსაც საბჭო მოსამართლეთა კანდიდატებად დაასახელებს