იუსტიციის სამინისტრო უწყების მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯების თაობაზე “მთავარი არხის” ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს

Read Time:40 Second

იუსტიციის სამინისტრო უწყების მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯების თაობაზე “მთავარი არხის” ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.

აღნიშნულის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

,,იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უწყების მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყებას ჯერ კიდევ გასული წლის 2 დეკემბერს აქვს გავრცელებული განცხადება, სადაც დეტალურადაა განმარტებული, თუ რა პროექტების განხორციელებას მოხმარდა მივლინებებში დახარჯული თანხები, ტელეკომპანია განაგრძობს ფაქტებით მანიპულაციას და კვლავ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

შეგახსენებთ, რომ ნახსენები თანხიდან 6,4 მილიონი ლარი არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც გულისხმობს 750 ამზომველის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთების აზომვის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილებასა და განთავსებას, ასევე, გადამზადება-ტრენინგებს, 64 მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრებს.

სამინისტროს განცხადება აღნიშნულ საკითხზე სრულად იხილეთ ბმულზე”,- წერია ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომელიც შემზარავ ავარიას ემსხვერპლა
Next post შალვა პაპუაშვილი: „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დავძლევთ, სალომე ზურაბიშვილის მოტივია, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუქმნას საბაბი, რომ უკვე მეოთხედ არ აღიაროს არჩევნების შედეგები