იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტით „მობილური იუსტიციის სახლი“ პირველმა 91 წლის მერიემ დავითაძემ ისარგებლა

Read Time:35 Second

პირველი ვინც, იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტით „მობილური
იუსტიციის სახლი“ ისარგებლა სოფელ ჭახათის მცხოვრები 91 წლის მერიემ დავითაძე
იყო. დავითაძეების ოჯახის უხუცეს წევრს, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი
მოწმობა ამ დრომდე არ ჰქონდა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ID ბარათი
პირადად გადასცა.
იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს
საპილოტე რეჟიმში აჭარიდან დაიწყო. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აჭარის
მაღალმთიან სოფელ ჭახათში ადგილობრივებს „მობილური იუსტიციის სახლით“ თავად
მიაკითხა და სოფლის მცხოვრებლებს საჭირო დოკუმენტაცია პირადად გადასცა.
აჭარის შემდეგ „ მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს გურიის, იმერეთის, სამეგრელოს,
შიდა ქართლისა და კახეთის იმ სოფლებშიც ჩავიდა, რომლებიც ცეტრიდან დაშორებით
მდებარეობს. საპილოტე რეჟიმში, პირველ ეტაპზე 5 ,, მობილური იუსტიციის სახლი“ 6
რეგიონში კვირაში ერთხელ ივლის. საბოლოოდ კი , პროექტი საქართველოს ყველა იმ
სოფელს დაფარავს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შსს: შანაი ბრუკის მკვლელობის გახსნის მიზნით საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და სამართლებრივი დახმარების ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება განხორციელდა
Next post გია აბაშიძე: პოლიტიკური ავანტიურისტი სააკაშვილი ძირს უთხრის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დემოკრატიული სამყაროს ინსტიტუტებს