იუსტიციის სამინისტრომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს უმასპინძლა

Read Time:29 Second

ევროინტეგრაციის პროცესში მიგრაციის მართვის მნიშვნელობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ მანფრედ პროფაზთან შეხვედრაზე.

მხარეებმა მიგრაციის მართვის პროცესში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობაზეც იმსჯელეს, რომელიც IOM-ის წარმომადგენელთა განცხადებით, არაერთი ქვეყნისთვისაა სამაგალითო.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი. კომისია მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, როგორც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, წარმომადგენლები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “თამარი, იონათანი და მათი შვილები: შახარი, არბელი და ომერი ” – ოჯახი, რომელიც ტერორისტების თავდასხმას შეეწირა
Next post სოფო ჯაფარიძე: მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა საზოგადოებრივი მისაღების გახსნა, რომელსაც ორ დღეში გავხსნი