იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში გორში წარადგინა

Read Time:1 Minute, 7 Second

იუსტიციის მინისტრი საქართველოს ქალაქებში უწყების საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას აგრძელებს. თბილისის, ქუთაისის, ბორჯომის, რუსთავის,  ბათუმისა და თელავის შემდეგ რატი ბრეგაძე გორს ეწვია. მინისტრმა პირადად მიაწოდა ინფორმაცია გორის მოსახლეობას განხორციელებული რეფორმებისა და შესრულებული დაპირებების შესახებ.

მინისტრის ანგარიში იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობაში შემავალი სსიპებ-ის საქმიანობის ყველა სფეროს მოიცავს და იმ პროგრესს ასახავს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე იქნა მიღწეული. კერძოდ:

დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; საქართველოს 6 დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა „PROBBOX“;

ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია;

გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა 5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ 6 მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი იუსტიციის სახლი ამოქმედდება თბილისში, ჰუალინგში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში;

დაფუძნდა და გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“);

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან;

სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა კიდევ 12 ადმინისტრაციულ ერთეულში; სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ;

პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება;

პრობაციის ბიუროები გაიხსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისათვის.

იუსტიციის სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი – ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, ის ომი ჯერ არ ჩაბარებია წარსულს, მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია
Next post საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს