იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

Read Time:25 Second

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მოადგილეებთან და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთად, საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის აღსრულების პოლიციელებს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა.

,,ადამიანის ღირსებაზე და მისგან მომდინარე ყველა უფლების დაცვაზე ორიენტირებულ აღსრულების პოლიციას ვულოცავ პროფესიულ დღეს. აღსრულების პოლიციელები დგანან საქართველოს სამსახურში და იცავენ საკუთრების უფლებას, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. იუსტიციის სამინისტრო მხარდაჭერას უცხადებს თითოეულ პოლიციელს და ზრუნავს მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური გარანტიების განმტკიცებისთვის“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მინისტრი აღსრულების პოლიციის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს და მიღწეულ შედეგებს გააცნო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: 2008 წლის ომი თურმე არაფერი ყოფილა. ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?!
Next post ვახტანგ გომელაური: მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის