იუსტიციის მინისტრი: ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ცენტრ „ემპათიის“ მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის დასმული დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი“

Read Time:30 Second

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორც ფსიქიატრიული, ისე გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური, არ არის სარწმუნო და უტყუარი – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წარედგინება, რის შემდეგაც სასამართლო გააგრძელებს მსჯელობას მსჯავრდებულ სააკაშვილისათვის სასჯელის გადავადებისა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხზე.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექსპერტიზის ბიუროს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით 8 დეკემბერს მიმართა, პასუხი კი, 26 იანვარს მიიღო.

„სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა, და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიული ალასანია: კლინიკის მთელი ვერტიკალი ტყუის, ექიმები ზეწოლის ქვეშ არიან – ჩემმა შვილმა ბოლო 4 დღეში 5 კილოგრამი დაიკლო
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი არავინაა, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს, არავინ იცის