იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს

Read Time:27 Second

იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჯუზეპე კონტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში ჯუზეპე კონტე აღნიშნავს, იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პლურალიზმის გაძლიერებას.

„მსურს, პირადად ჩემი და იტალიელი ხალხის სახელით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნა. იტალია მტკიცედ უჭერს მხარს თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პლურალიზმის გაძლიერებას ევროინტეგრაციის პროცესისკენ მიმართული ქმედითი სტანდარტების განმტკიცებისა და სტრუქტურული რეფორმების მეშვეობით.

იტალია ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. გისურვებთ წარმატებებს თქვენი უფლებამოსილების შესრულებისას და გილოცავთ შობა-ახალ წელს“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბონდიანას ვარსკვლავი ტანია რობერტსი 65 წლისა გარდაიცვალა
Next post თეა წულუკიანმა მიხეილ დაუშვილს: თქვენ დღეს ამ ტრიბუნასთან ბიზნესომბუდსმენი ხართ, თუ დეპუტატი