იტალიაში მაშველებს, მიგრანტების გემებისთვის დახმარება აეკრძალათ

Read Time:52 Second

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კვირას იტალიელმა მაშველებმა 6 საგანგაშო სიგნალი მიიღეს გემებისგან, რომლებსაც მიგრანტები ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში გადაჰყავდათ. იტალიელი მაღალჩინოსნების თქმით, გემები ლიბიის ტერიტორიულ წყლებში იყვნენ, ამიტომ, მათი თქმით, ამ ადამიანების გადარჩენაზე პასუხისმგებელი ტრიპოლია. ივნისის დასაწყისში, იტალიამ და მალტამ გემ Aquarius-ს, რომელზეც 629 არალეგალი მიგრანტი იმყოფებოდა, თავიანთ პორტებში შესვლა აუკრძალა. იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ გემთან ქვეყანამ ორი საპატრულო კატერი გაუშვა. კატერებზე იმყოფებოდნენ ექიმები, რათა გემზე მყოფი მიგრანტებისთვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ.

იტალიის ხელისუფლებამ მაშველებს ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გემების დახმარება აუკრძალა იმ შემთხვევაშიც კი, თუ გემი განგაშის სიგნალს იძლევა. ამის შესახებ Independent-ი წერს.

საბოლოოდ მიგრანტებით სავსე გემი ვალენსიის პორტში შევიდა, იქიდან კი მათ მიღებაზე საფრანგეთი დათანხმდა. ამასთან, 300 მიგრანტი ესპანეთში დარჩა. ამ ინციდენტის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რომი მიგრანტების არმიღების გამო გააკრიტიკა. მან აგრეთვე მოუწოდა სანქციების დაწესებისკენ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მიგრანტებს არ იღებენ. ამის საპასუხოდ, სალვინიმ მაკრონს ამპარტავანი უწოდა. იტალიის ვიცეპრემიერმა ლუიჯი დი მაიონმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტალიაში მიგრანტებთან დაკავშირებით არსებული საგანგებო სიტუაციის გამო დასრულდა ის დრო, როდესაც რომი ყველაფერს საკუთარ თავზე იღებდა.

წყარო:hereti.info

 

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ უდუმაშვილი: არ მსმენია “ნაციონალური მოძრაობა” ვინმეს ბიზნესს წილში ჩაჯდომოდე
Next post “სექსი დასაშვებია კვირაში ერთხელ, სამშაბათ დღეს” – ნატო ჩხეიძე “პატრიოტთა ალიანსის” გაფართოებულ თათბირს იხსენებს