თამარ ცაგარეიშვილი: ის არ იყო რეჟიმი, ის იყო აღმშენებლობა. ამას მეუბნებიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ მე იმ რეჟიმის სიმბოლო, ნიკა კვინტრაძე დავივიწყო – მოკლული ადამიანი, სახურავზე შემოგდებული.

Read Time:52 Second

ახლა იმ სტუდიაში და იმ სკამზე ვზივარ, სადაც გუშინ სულხან მოლაშვილის მეუღლე იჯდა – არ ვიცი, იმ ქალბატონის მონათხრობის შემდეგ, ვის ეძინა და ვის გაუთენდა ნორმალური დილა იმის წარმოდგენით, რომ ოდესმე ეს შეძლება განმეორდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მან თანადგომა გამოხატა იმ ადამიანების მიმართ, ვინც სააკაშვილის რეჟიმმა იმსხვერპლა.

„მინდა ძალიან ვთხოვო ყველას, ვისაც ადამიანობა და ჰუმანისტური იდეები რამედ უღირს, რომ სიტყვა რეჟიმს დღევანდელობასთან მიმართებაში ნურასდროს ნუ გამოიყენებენ. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ გავუფრთხილდეთ სიტყვა – რეჟიმს. რეჟიმში ჩვენ ვიცხოვრეთ და მას ჰყავდა თვითმხილველები. ის თვითმხილველები დღეს არიან ცოცხლები, ბევრი აღარ არის. რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლი. დღეს იცით, რატომ არის ჩემთვის აუტანლად მძიმე დღე? დღეს დავინახე, რომ ჩემი თანამემამულეები შემოიჭრნენ ჩემს ცხოვრებაში და მითხრეს, რომ შენ ხარ ბრმა, ყრუ და არ გაქვს მეხსიერება. შენ არ გახსოვს, არაფერი არ იცი. ის არ იყო რეჟიმი, ის იყო აღმშენებლობა. ამას მეუბნებიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ მე იმ რეჟიმის სიმბოლო, ნიკა კვინტრაძე დავივიწყო – მოკლული ადამიანი, სახურავზე შემოგდებული. ეს არაა ფიზიკური განადგურება, ეს არ არის უბრალოდ მოკვლა, ესაა მისი ღირსების შელახვა“, – განაცხადა თამარ ცაგარეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგი უგულავა – სააკაშვილმა 18 წლის წინ დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ქვეყნის ისტორია – დღეს მას არ აცადეს ხინკლის ჭამა, ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები!
Next post გია ვოლსკი – მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ადამიანი შეიკრიბა აქციაზე, გაცილებით მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვის ოჯახებზე, ჯანმრთელობაზე და ღირსებაზე გადაირა რეჟიმმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა