საქართველო ფიდე-ს ქალთა მსოფლიო თასს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ბათუმში მიმდინარეობს.
შეჯიბრება 6 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. გახსნის ცერემონია ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც ფიდე-ს წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები და მოჭადრაკეები ესწრებოდნენ. ტურნირში 46 ქვეყნის 107 სპორტსმენი მონაწილეობს.
6 ივლისიდან ასპარეზობაში ჩაერთვებიან ქართველი მოჭადრაკეები — ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ანასტასია კირთაძე და კესარია მგელაძე.