ისრაელი: „მწვანე გზატკეცილი“

Read Time:1 Minute, 8 Second

ვაშინქტონში ორგანიზაცია Green Roads International-ის სერთიფიკატის
გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
გადამუშავებული მასალებით ისრაელში აშენებული გზატკეცილი,
მსოფლიოში არსებული 74 პროექტიდან ერთერთია, რომელიც
ორგანიზაციამ ძირფესვიანი შესწავლის შემდეგ შეაფასა და აღიარა
როგორც ერთერთი საუკეთესო.
ისრაელში, რამათ-იშაის სატრანსპორტო კვანძი 77 გზატკეცილზე
მიჩნეული იქნა „მწვანე გზად“.
Green Roads აფასებს ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო
პროექტების ეკოლოგიურობასა და გარემოზე ზემოქმედებას, აგრეთვე
საფარის ეკოლოგიურობას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, და
შეფასების მთავარი კრიტერიუმი სწორედ გარემოზე ნაკლები
ზემოქმედებაა.
77 გზატკეცილი ორგანიზაციის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და
განსაკუთრებულ დამსახურებად, მეორადი, გადამუშავებული
მასალის გამოყენება მიიჩნია.
პროექტის განხორციელება კომპანია „ნათივეი ისრაელმა“ ჯერ კიდევ
2016 წელს დაიწყო. პროექტის ღირებულება, ისრაელის მე-12 არხის
ცნობით 300 მილიონი შეკელი, დაახლოებით 100 მილიონი დოლარის
ოდენობაა. სამშენებლო ნარჩენები, ნაგავი, მოჭრილი მიწა ქვა-ღორღი
და სხვ. არ გაჰქონდათ ნაგავსაყრელზე, ის ადგილზევე მუშავდებოდა
და მშენებლობაში გამოიყენებოდა. აშენდა ქარხანა, სადაც დიდი ზომის
ქვები მუშავდებოდა და ამ ხრეშით მოწორდა გზის ქვედა საფარი. მიწა
კი ერთგვარ წებოდ იქნა გამოყენებული და მასზეა დაგებული თავად
გზის საფარი.
მშენებლობისას სრულად იყო გათვალისწინებული Green Roads
რეკომენდაციები: გზატკეცილის პარალელურად ველოსიპედის
ტრასები გაიჭიმა, აგრეთვე მეორადი და ადგილზე დამუშავებული

მასალით; გზატკეცილს ზემოდან ცხოველებისათვის სპეციალური
გადასასვლელები(ეკოდუკები) დაუმონტაჟეს.
პროექტი 2019 წელს დასრულდა და მან 260 კილომეტრიანი უწყვეტი
გზატკეცილი შეადგინა, შუქნიშნებისა და გაჩერებების გარეშე. ეს
ისრაელში ამ სახის პირველი პროექტია.
77 გზატკეცილისადმი გამოჩენილი მაღალი საერთაშორისო ინტერესი
და შეფასება იმედს იძლევა, რომ ამ სახის გზები ისრაელში სხვა
ადგილებზეც აშენდება და ქვეყანას საავტომობილო საცობებისაგან
იხსნის ისე რომ ეკოლოგიას არანაირი ზიანი მიადგება.
„ნატივეი ისრაელის“ ფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო
Next post ლევან იოსელიანი: თუ ნიკა მელია ოპოზიციის მერობის კანდიდატი იქნება, ჩვენი პარტიის მხარდაჭერა მას არ ექნება