ირმა ჭკადუა: მეგის ქარდავამ ზუგდიდის „დინამოს“ მწვრთნელი ბესო შეროზია სასაფლაოზე აიყვანა, გაათხრევინა საფლავი და უთხრა, თუ წააგებთ ესაა შენი საფლავიო

Read Time:38 Second

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ 2010 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როცა მეგის ქარდავამ ზუგდიდის დინამოს მწვრთნელს ბესო შეროზიას საკუთარი საფლავი გაათხრევინა. მისი თქმით, შეროზია სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, რადგან გუნდმა ბოლნისის „სიონთან“ თამაში მოიგო.

„2010 წელს შიდა ეროვნული ტურნირი ტარდებოდა და „ზუგდიდის დინამო“ ხვდებოდა ბოლნისის „სიონს“. ბოლნისს გულშემატკივრობდა დავით კირკიტაძე, რომელიც ამჟამად რუსთავის მერობისთვის იყრის კენჭს, ხოლო ზუგდიდის მხარეს იყო მეგის ქარდავა, რომელიც ახლა პატიმრობაშია. გეტყვით, რა გააკეთა მეგის ქარდავამ. ზუგდიდის მწვრთნელი ბესო შეროზია, აიყვანა ზუგდიდის სასაფლაოზე, გაათხრევინა საფლავი და უთხრა, თქვენ თუ წააგებთ ესაა შენი საფლავიო“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატმა გადაცემაში დავით კრკიტაძეზეც ილაპარაკა, რომელმაც მატჩის შემდეგ მსაჯებს სცემა. „იმიტომ რომ ბოლნისის „სიონმა“ წააგო „დავით კირკიტაძემ მსაჯებს საჯაროდ, ტელეკამერების წინ სცემა. ამაზე იყო სიუჟეტები მომზადებული, თუმცა არ გვახსოვს ამისთვის დასჯილი ადამიანები“,- აღნიშნა ჭკადუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით მირცხულავა: „ნაციონალური მოძრაობის“ ციხიდან გამოსული ჯანმრთელი ადამიანი, არც ახალგაზრდა და არც ხნიერი, არ მინახავს
Next post ირმა ჭკადუა: 2010 წელს, დავით კირკიტაძემ წაგებული მატჩის გამო ზუგდიდის სტადიონზე მსაჯებს საჯაროდ, ტელეკამერების წინ სცემა, ახლა ამ კაცს რუსთავის მერობა სურს