ირმა ინაშვილი – ყველა დამნაშავეს უნდა ესმოდეს, რომ ვიპოვით და ადეკვატურ პასუხს გავცემთ

Read Time:49 Second

საქართველოს სახელმწიფო დამნაშავეებთან მიმართებაში პრინციპული და მკაცრი უნდა იყოს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილმა წეროვანში განაცხადა, სადაც წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში, ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

ინაშვილის შეფასებით, მომხდარი დიდი ტრაგედიაა ყველა ქართველისთვის და თითოეული ოჯახისთვის. სახელმწიფომ კი, ამ ტრაგედიაში დამნაშავეთა დასასჯელად მკაცრად უნდა იმოქმედოს.

„სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს მკაცრად დამნაშავეებთან მიმართებაში. ამ დამნაშავეებს არ აქვთ ეროვნება, ის ვინ მოკლა და აწამა არჩილ ტატუნაშვილი, ოსსაც აწამებს და მოკლავს. ჩვენი სახელმწიფო უნდა იყოს პრინციპული და ძალიან მკაცრი დამნაშავეებთან მიმართებაში, უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც მოქმედებს ისრაელი. ყველა დამნაშავეს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ მათ ვიპოვით, ჩამოვიყვანთ და ადეკვატურ პასუხს გავცემთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოს აქვს ამის საშუალება, ჰყავს სერიოზული სპეცსამსახურები პატრიოტი და მაღალკვალიფიციური კადრებით.

„დარწმუნებული ვარ, თუ იქნება პოლიტიკური ნება, ყველგან იპოვიან დამნაშავეებს და გაასამართლებენ საქართველოს კანონმდებლობით“, – განაცხადა ინაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ის დღეს სოფელ წილკანში მდებარე საკუთარი სახლიდან გადაასვენეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს მსოფლიოს ყველა ღირსშესანიშნაობაზე განათება ერთი საათით გამოირთვება
Next post თამარ ხულორდავა – ვმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში იყოს