ირმა გუგუშვილი-გუშინ დაზაფრულ, ღიმილგამქრალ ქალაქში გამოვედი

Read Time:33 Second
,,გუშინ დაზაფრულ, ღიმილგამქრალ ქალაქში გამოვედი. ჩემი ქუჩის კუთხეში მეწაღის სახელოსნოა, ერთი მშრომელი და ალალი კაცის.
ხელით მანიშნა, ახლოს მივსულიყავი…ლაპარაკი უნდოდა… ტკივილის გაზიარება უნდოდა.
ნიკაპაკანკალებული მიყვებოდა, მისთვის ურთულეს დღეებზე, როგორ ძმასავით დაუდგა გვერდში ქალაქის დეპუტატი, შესაძლებელთან ერთად შეუძლებელიც რომ შეძლო და გადაურჩინა შვილი… მერე როგორ აუკრძალა მადლიერების გამოხატვა… ამ თემაზე ვინმესთან საუბარიც კი…
იქედან მოყოლებული, როგორ ამბობენ მის ოჯახში იმედის, ადამიანობის, კაცობის, ფოთელობის სადღეგრძელოს ირაკლი ხახუბიას სახით.
მიყვებოდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა….
რამდენი ასეთი ნამდვილი, გულწრფელი სიტყვა და მდუღარე ცრემლი მიჰყვება…
თავად გულგაგლეჯილს, კიდევ რამდენი ტკივილიანი, უსასოო ადამიანის იმედი მიაქვს…
ფოთი მისი ჭირისუფალია…
იმ კაცის თვალებიდან წამოსული ალალი ცრემლებით ტირის ჩემი ქალაქი…”-წერს  ფეისბუქ მომხმარებელი

ირმა გუგუშვილი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: დღეს ხელისუფლებას მტკიცედ და მყარად აქვს ნათქვამი, რომ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აგრძელებს და გააგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკით
Next post შალვა პაპუაშვილის ვაჟი გაქრისტიანდა – რა ფოტოებს აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე რაჭიდან?