ირანის ელჩი საქართველოში – „ირანი მოქმედებს გაეროს ქარტიის ფარგლებში,ირანს ლეგიტიმური თავდაცვის უფლება აქვს”
,,რამდენიმე წუთის წინ შევხვდი საქართველოს საკითხებსა და კავკასიის გეოპოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ჩახედულ და ცნობილ პიროვნებას. მისი წინადადებით, ყველაზე ეფექტური პოზიცია, რომელიც ირანმა უნდა დააფიქსიროს, გახლავთ შემდეგი: „ირანს ომი არ დაუწყია, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის მიხედვით, ირანს აქვს ლეგიტიმური თავდაცვის უფლება“. ვეთანხმები მის ნათქვამს- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ცნობისთვის, ისრაელში განაცხადეს, რომ ირანის წინააღმდეგ „პრევენციული შეტევა“ დაიწყეს. როგორც ისრაელის მედია წერს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის „საწყისი ფაზა“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

