,,2023 წლის აპრილში, ქაბულში მივლინების დროს, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში, თალიბანის მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოადგილესა და ოფიციალურ წარმომადგენელთან საუბრისას, ერთი მნიშვნელოვანი აზრი გამოვთქვი, რომელიც დღემდე მახსოვს.
მე მას ვუთხარი: „ირანის ისლამურ რესპუბლიკას გააჩნია მნიშვნელოვანი თავდაცვითი და შეკავების შესაძლებლობები და მალე თავადაც იხილავთ, რომ ამ რეალობას დიდი სახელმწიფოებიც კი აღიარებენ.“
მისი პასუხი მოკლე, მაგრამ საგულისხმო იყო: „ჩვენ ეს გზავნილი მივიღეთ.“
როგორც ჩანს, წუხანდელმა მოვლენებმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის შეკავებისა და თავდაცვის ოპერაციის დაწყებამ აჩვენა, რომ ეს გზავნილი მხოლოდ იმ პერიოდითა და იმ საუბრით არ შემოფარგულა. დღეს ის კარგად გაიგო მრავალმა რეგიონულმა და საერთაშორისო აქტორმა, მათ შორის ისრაელმაც.
დღევანდელ არასტაბილურ და მღელვარე მსოფლიოში, შეკავების ძალა მხოლოდ სამხედრო ინსტრუმენტი არ არის; ეს არის ენა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და ურთიერთპატივისცემას.
ლომს კუდზე მხოლოდ სულელები აბიჯებენ!”-ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი წერს

