,,გლობალური მასშტაბით ტერორისტული საფრთხეების ზრდის გათვალისწინებით, აუცილებელია კვლავ უფრო დაკვირვებით შევხედოთ ზოგიერთი მიმდინარეობის ბუნებასა და მათ ფარულ მხარეებს. ამ კონტექსტში, ყველას ყურადღებას მივაპყრობ მოსადის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებებს, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ისრაელის როლზე ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერაში.
ისლამური სახელმწიფო ( ISIS) მხოლოდ რეგიონული ტერორისტული ჯგუფი არ არის, არამედ გლობალური საფრთხეა, რომლის საშიში და რთული განზომილებები მისი გამოჩენისთანავე შესამჩნევი იყო. პირველივე წლებში ამ ფენომენზე წიგნი დავწერე, რომლის პირველი თარგმანი გერმანულ ენაზე გამოიცა.
დღესაც, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ეს ჯგუფი ფართო გეოგრაფიულ არეალში მოქმედებს და მიზნად ისახავს მგრძნობიარე რეგიონების, განსაკუთრებით კი გლობალური ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი მარშრუტების დესტაბილიზაციას. ამ ჯგუფის თავდასხმები ირანის ჩაბაჰარის პორტში და ასევე მისი აქტივობები პაკისტანის გვადარის პორტში ნათელი მაგალითებია საზღვაო კორიდორების დესტაბილიზაციის სტრატეგიისა.
ეს მოვლენები სერიოზული გაფრთხილებაა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც საზღვაო ვაჭრობაში მონაწილეობენ.
ტერორიზმი გადაიქცა გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების სამსახურში მდგომ ინსტრუმენტად, და მასთან ბრძოლა საჭიროებს რეალისტურ ხედვასა და მაღალი დონის ექსპერტებისა და სპეციალისტების თანამშრომლობას, რათა ოფიციალური ნარატივების მიღმა დიალოგი დაიწყოს”- ამის შესახებ ირანის ელჩმა საქართველოსი ალი მოჯანმა განაცხადა.

