ირაკლი ხელაძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

Read Time:33 Second

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო სხვადასხვა ტიპის პროექტებში ახალგაზრდებისმონაწილეობის გაძლიერებას.

ირაკლი ხელაძემ ყურადღება გაამახვილასპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე. თბილისის საკრებულოში მმართველი გუნდის დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა მქონდა ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან. მათი მხრიდან წამოყენებული იყო მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი. ზოგადად, მათი მონაწილეობა და ჩართულობა ნებისმიერ პროცესში პოზიტივია. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდების ჩართულობა ჩემს გამარჯვებაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. განათლების მიმართულებით საინტერესო ინიციატივები იყო წამოყენებული, რაც მომავალში თბილისის საკრებულოში აუცილებლად იქნება განხილული“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

შეხვედრა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნების გადადების მოთხოვნაზე: არეულობის მთავარი მოსურნე „ნაცმოძრაობა“ ხედავს, რომ ისინი არჩევნებს წააგებენ
Next post მეუფე შიო პატრიარქზე: მის მრავალ დამსახურებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია, რომ ის ჩვენ გვასწავლის მოწიწებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ