ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

Read Time:27 Second

მმართველი გუნდიდან თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი ამჯერად ძველი ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი ხელაძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული გეგმები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ნაძალადევის რაიონის ამომრჩევლებთან. დღეს ნახალოვკის მოსახლეობას შევხვდით. ვიმსჯელეთ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე, მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი საჭიროებები იქნა გაჟღერებული. შევთანხმდით, რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში,ყველა საკითხი იქნება განხილული და ეტაპობრივად იქნება გადაჭრილი“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

კანდიდატთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები მიხეილ ამაშუკელი და დავით ჭელიძეესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, იოლი თუ ჩვენ გვექნება აცრების მაღალი მაჩვენებელი
Next post მეუფე შიო: ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, როდესაც აღწევენ გარკვეულ ძლევამოსილებას, ძალაუფლებას, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიურ წარმატებას, რომ შეუძლიათ მთელი სამყარო მართონ