ირაკლი ხელაძე დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

Read Time:36 Second

წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე. დეპუტატობის კანდიდატი თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. ირაკლი ხელაძე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას ამ საკითხების მოგვარებას ახლო მოამავალში დაჰპირდა.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ზღვის დევნილთა დასახლებებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, თუმცა კიდევ არის პრობლემები. მოსახლეობის მხრიდან წამოყენებული იყო მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების საკითხი. დავპირდი მოსახლეობას, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, მსგავსი ტიპის პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად გადაიჭრება. ზოგადად, რაც ქართული ოცნების ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაკეთდა დევნილი ოჯახებისთვის, ამდენი სამუშაო მანამდე არ გაწეულა და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შედეგებშიც აისახება“ – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭელიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი მურად აბლოთია ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა კალიურანდი: ევროპარლამენტმა საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნა გადაწყვიტა
Next post მარიამ ქვრივიშვილი: ღვინის ტურიზმის კონფერენციაზე შესაძლებლობა გამოვიყენეთ, მეტი გვესაუბრა საქართველოს ტურიზმის პოტენციალზე, ღვინოსა და ღვინის ტურიზმზე, რადგან მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში