ირაკლი ხახუბია: მიუხედავად დიდი პროგრესისა, ფოთი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას

Read Time:1 Minute, 28 Second

,,იყო ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია. მაქსიმალურად ვიქნები ყველა იმ პროექტის, პროგრამის ინიციატორი და განხორციელების პროცესში აქტიურად ჩართული, რომელიც ფოთის, ხობის და სენაკის მოსახლეობის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ ფოთში, წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად ოთხი წლის მუშაობის შემდეგ უფრო მეტად განვითარებულ და გალამაზებულ მუნიციპალიტეტებს მივიღებთ. ძალ-ღონეს არ დავიშურებ ყველა იმ პროექტის განხორციელებისთვის, რაც ფოთელების, ხობელების და სენაკელების წინსვლასა და წარმატებას უზრუნველყოფს.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში არაერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა. ავაშენეთ სასწრაფო დახმარების ახალი შენობა, ქალაქს გადმოეცა რეანომობილი, გაიხსნა სამშობიარო სახლი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შემოსასვლელ ხიდს, მალე გაიხსნება ფოთის საზღვაო აკადემია, რომელიც სტუდენტებს მომავალი წლიდან მიიღებს.

აშენდა ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და ბავშვთა საფეხბურთო აკადემია. ფოთში უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი მალე გაიხსნება. ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და კუნძულის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება.

მიმდინარეობს ქალაქში არსებული კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფონდ „ქართუს”.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და კიდევ მეტს გავაკეთებთ დევნილი მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად, თავიანთ მხარეში დაბრუნებამდე. მიუხედავად დიდი პროგრესისა, ფოთი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას – 2 მთავარი პრობლემა რაც დღეს ქალაქს აწუხებს, ეს არის წყალმომარაგების სისტემა და საგზაო ინფრასტრუქტურა.

თუმცა ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ვპირდებით მოქალაქეებს რომ აღნიშნული მიმართულებით სამუშაოების ინტენსივობა კიდევ უფრო გაიზრდება. და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ფოთისა და გურიის მაცხოვრებლებს, რომლებსაც ოთხი წელი ვემსახურე, მე დღეს ბედნიერი ვარ რომ ამ საზოგადოების წინაშე პირნათელი გახლავართ.

არაფერია იმაზე სასიხარულო, ვიდრე მოქალაქეებისგან წამოსული სითბო და სიყვარული, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ ჩემი ამომრჩევლისგან. ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მთავარი საზრუნავი ადამიანია, ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე დაფუძნდა და ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად განვითარდნენ ჩვენი სახელმწიფოს გასაძლიერებლად. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძემ მორიგი შეხვედრა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩიხარეშის თემის სოფლების – მოსახლეობასთან გამართა
Next post გოჩა ენუქიძემ, წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩოლურისა და ჟახუნდერის თემების მოსახლეობასთან გამართა